საბა ადამია მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია! ქართველმა ძალოსანმა 3 ვერცხლის მედალი მოიპოვა. ალბანეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საბა ადამიამ (102 კგ.) იასპარეზა.
ქართველმა ძალოსნმა ატაცში 128/132/137 კგ. დაძლია და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
იგივე სინჯის მედლის მფლობელი გახდა აკვრაში დაძლეული 165/168/ კილოგრამით. ორჭიდში მოგროვილი 305 კილოგრამით კი კვარცხლბეკის ვიცე-ჩემპიონის ტიტული გაიფორმა.