ძიუდო

13:20 | 31.03.2023 | ნანახია 1091 - ჯერ

ლუხუმ ჩხვიმიანი ანტალიის გრანდ სლემზე უმედლოდ დარჩა

დღეს სტარტი აიღო ანტალიის გრანდ სლემმა, რომლის პირველ საშეჯიბრო დღეს ძალები ერთადერთმა ქართველმა ძიუდოისტმა მოსინჯა, თუმცა, პირველივე შეხვედრა წააგო.

60 კგ წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანი პირველი წრისგან თავისუფალი იყო, მეორე წრეში კი კვიპროსელ პეტროს ხრისტოდულიდესთან დამარცხდა, შედეგად, მედლისთვის ვეღარ იბრძოლა.

მომდევნო ორ საშეჯიბრო დღეს ანტალიაში ლუკა კაპანაძე, ნიკა ხარაზიშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ომარ საური, ლევან მატიაშვილი და სოფიო სომხიშვილი იასპარეზებენ.


Комментарии (0)

Пожалуйста войдите чтобы оставить комментарий Авторизация Или же Регистрация

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.066938
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
1091