ფეხბურთი

12:20 | 30.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბიელსა ურუგვაის ეროვნულ გუნდს უხელმძღვანელებს

ურუგვაის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი მარსელო ბიელსა გახდება.

ჟურნალისტ სეზარ ლუის მერლოს თქმით, ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციასა და არგენტინელ სპეციალისტს შორის მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა. კონტრაქტი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე გაფორმდება შემდგომი გახანგრძლივების პერსპექტივით.

ეროვნულ გუნდს ახლა მარსელო ბროლი ხელმძღვანელობს, რომელიც მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად თებერვალში დიეგო ალონსოს წასვლის შემდეგ დანიშნეს. მისი თავკაცობით ურუგვაის ნაკრებმა სამხრეთ კორეას მოუგო (2:1, 28 მარტს), ხოლო იაპონიისას დაუზავდა (1:1, 24 მარტს).

0.133955