ფეხბურთი

11:55 | 30.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ირლანდია ბოლო წუთზე დაამარცხა

საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო. როსტო ფარცვანიას გუნდის მეტოქე ირლანდიის ნაკრები იყო, რომელსაც ქართველმა ფეხბურთელებმა ბოლო წუთზე აჯობეს.

პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, მეორე ნახევარში კი ანგარიში 29-ე წუთზე გიორგი კიკნაძემ გახსნა. 7 წუთში მეტოქემ წონასწორობა აღადგინა, როდესაც კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს საჯარიმოში სემ ვატკინი დახვდა.

თამაშის დასრულებამდე წამებით ადრე კი ჯემალ ჯალიაშვილმა გაიტანა და საქართველოს მოაგებინა. ჩვენი გუნდი მომდევნო შეხვედრას, 31 მარტს, კვიპროსის წინააღმდეგ ჩაატარებს.

აქვე გეტყვით, რომ International Socca Federation-ის მიერ ორგანიზებული ევროპის ჩემპიონატის პირველი თამაშის საუკეთესო ფეხბურთელად, საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრების კაპიტანი - ილია გადელია დასახელდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.069488
სარეკლამო ადგილი - 99
X x X