ფეხბურთი

17:18 | 29.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

საბა ვაშაყმაძე შვეიცარიული „სერვეტის“ ახალგაზრდულ გუნდს შეუერთდა

„ლოკომოტივის“ აკადემიის აღზრდილი საბა ვაშაყმაძე კარიერას შვეიცარიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გუნდში, „სერვეტში“ გააგრძელებს.



საბა 2015 წლიდან „ლოკომოტივის“ აკადემიის ფეხბურთელი იყო და სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა, „სერვეტში“ კი ის 17-წლამდელთა გუნდში ითამაშებს.

„სერვეტი“ ამჟამად შვეიცარიის ჩემპიონატში მე-2 ადგილზე იმყოფება, თუმცა ლიდერ „იანგ ბოისს“ 18 ქულით ჩამორჩება.

0.117919