2023 წლის ზაფხულში ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში ქალთა საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება, FIFA-მ კი დაადასტურა, რომ მასში გუნდების კაპიტნებს „ცისარტყელას სამკლაურის“ გაკეთება აეკრძალებათ.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ფეხბურთელებს 2022 წლის კატარის მამაკაცთა მსოფლიო ჩემპიონატზეც აუკრძალა One Love-ს სამკლაურების გაკეთება.
აღნიშნული ქმედების მისამართით ყველაზე დიდი პროტესტი გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ გამოთქვა, რომელთა კაპიტანსაც „ცისარტყელას სამკლაური“ წლების განმავლობაში ეკეთა. გერმანიის ნაკრები აპირებს მსგავსი ამუნიციით მსოფლიო ჩემპიონატამდე ჩასატარებელ ყველა შეხვედრაში გამოვიდეს.
2023 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში 20 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.