ფეხბურთი

13:19 | 29.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ყრუაშვილმა უელსისა და ლატვიის მატჩი იმსაჯა და გუნდებს 4 ყვითელი ბარათი უჩვენა

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე D ჯგუფში უელსისა და ლატვიის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც UEFA-ს გადაწყვეტილებით, ქართველ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურა.



მატჩის მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იყო. მას ასისტენტობა ლევან ვარამიშვილმა და ზაზა ფიფიამ გაუწიეს, მეოთხე მსაჯად კი ალეკო აფციაური მუშაობდა.

შეხვედრა არც თუ ისე უხეში გამოდგა. მატჩში 25 ჯარიმა დაინიშნა და ყრუაშვილს 4 ფეხბურთელის გაფრთხილება მოუწია. მატჩის 35-ე წუთზე ქართველმა უელსელთა ჰარი უილსონი გააფრთხილა, დანარჩენი 3 ბარათი კი ლატვიელებმა - სოროკინსმა, ჩერნომორდისმა და ზიუზინსმა მიიღეს.

მატჩი უელსელთა გამარჯვებით - 1:0 დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 41-ე წუთზე კიფერ მურმა გაიტანა. ამ გამარჯვების შემდგომ, უელსის ნაკრები 4 ქულით D ჯგუფში პირველ ადგილზე გადავიდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების შეხვედრას ლატვიელი არბიტრები სჯიდნენ, ლატვიის მატჩზე კი ქართველებმა იმსაჯეს.

0.126245