ბათუმში მყოფმა მონღოლეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრების შემდეგ ამხანაგური თამაში საქართველოს ვიცე-ჩემპიონ „დინამო ბათუმთან“ ჩაატარა.
როგორც, ვილი სანიოლის გუნდმა, ისე ზღვისპირელებმა მეტოქეს 6:1 მოუგეს. ბათუმელთაგან გოლები ბალიჩმა, ჯოვინომ, კონატემ, ზარიამ, კაპანაძემ და ლიტვინენკომ გაიტანეს.
ამრიგად, მონღოლთა ბათუმური ვოიაჟი ორი წაგებით დასრულდა ორივე იდენტური ანგარიშით - 1:6.