მონტენეგროულ პეტროვაცში მიმდინარე ევროპის ქალთა ინდივიდუალურ ჩემპიონატზე წარმატებით გამოდიან ქართველი მოჭადრაკეები.
მერი არაბიძემ ტურნირის მეცხრე ტურში ყაიმით დაასრულა შეხვედრა პოლონელ ალექსანდრა მალცევსკაიასთან და 7 ქულით კვლავ ინაწილებს პირველობას.
ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვეს და IV-X ადგილებს ინაწილებენ: ბელა ხოტენაშვილი და სალომე მელია.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი