ფეხბურთი

11:19 | 28.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფაბრიციო რომანო: ნ'გოლო კანტე „ჩელსისთან“ კონტრაქტის განახლებასთან ახლოსაა

„ჩელსი“ და ფრანგი ნახევარმცველი, ნ'გოლო კანტე, ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს თქმით, მხარეებს შორის დიალოგი ჯერ კიდევ გრძელდება, მაგრამ 31 წლის ფეხბურთელი და ლონდონური კლუბი ახალი გარიგების განხილვის ბოლო ეტაპთან ახლოს არიან.

კონტრაქტი შეიძლება გაფორმდეს „2+1“ სქემით, რომელიც კლუბის სურვლით შესაძლოა, კიდევ გაგრძელდეს.

ფრანგს ტრავმის გამო აგვისტოს შუა რიცხვებიდან არ უთამაშია. ჯამში კანტემ ლონდონელების შემადგენლობაში 262 მატჩი ჩაატარა, 13 ბურთი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა. ნახევარმცველი „ჩელსიში“ 2016 წლიდან თამაშობს. ფეხბურთელის კონტრაქტი კლუბთან 2023 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

0.128645