ფეხბურთი

22:00 | 26.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

სენსაცია ასტანაში: ყაზახეთმა დანიას თამაში 0:2-დან მოუგო

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტური სენსაციურად დაიწყო. ყაზახეთის ნაკრებმა ყველასთვის მოულოდნელად დანიას მოუგო. თუმცა, უფრო განმაცვიფრებელი მატჩის მიმდინარეობაა.

დანიის ნაკრებს დაგეგმილი 3 ქულისკენ საქმე მშვიდად მიჰყავდა, პირველივე ტაიმში რასმუს ჰოილუნმა დუბლი შეასრულა და სკანდინავიელები 73-ე წუთამდე 2:0-ს იგებდნენ. სხვათა შორის, ჰოილუნმა წინა ტურში ფინეთის ნაკრებთან 3:1 მოგებულ შეხვედრაში ჰეთ-თრიქი შეასრულა. მოკლედ, მიმდინარე შესარჩევ ციკლში დანიელთა ხუთივე გოლი „ატალანტას“ ფორვარდის აქტივშია.

თუმცა, ჰოილუნის დუბლი დანიის ნაკრებს ქულისთვისაც არ ეყო! ყაზახებმა 73-ე, 86-ე და 89-ე წუთებზე 3 გოლი გაიტანეს და 3:2 მოიგეს! ამრიგად, ორ ტურში დანიისა და ყაზახეთის ნაკრებებს 3-3 ქულა აქვთ.

ყაზახეთი - დანია 3:2 (0:2)

გოლები: 0:1 ჰოილუნი (21), 0:2 ჰოილუნი (35), 1:2 ზაინუტდინოვი (73), 2:2 ტაგიბერგენი (86), 3:2 აიმბეტოვი (89)

0.117929