ძიუდო

18:53 | 26.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

გელა ზაალიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა და საქართველომ თბილისის გრანდ სლემი 6 მედლით დაასრულა

თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს დასკვნით წონით კატეგორიაში (+100 კგ) იასპარეზა გელა ზაალიშვილმა და საქართველოს ნაკრებს მე-6 მედალი მოუტანა.

ზაალიშვილმა გერმანელი ლოსენი კონე, უზბეკი შოხრუხონ ბახტიროვი და კუბელი ენდი გრანადა დაამარცხა. ფინალში გელას მეტოქე თურქი მუნირ ერტუგი იყო, რომელმაც თავის მხრივ გურამ თუშიშვილი გამოთიშა ასპარეზობას. გადამწყვეტ შეხვედრაში ზაალიშვილმა ერტუგის სამი შიდო მიაღებინა და ოქროს მედალს დაეუფლა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა თბილისის გრანდ სლემი 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით, საერთო ჩათვლაში პირველ ადგილზე დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს თბილისის გრანდ სლემზე მედლები გიორგი სარდალაშვილმა (ვერცხლი), ლაშა შავდათუაშვილმა (ბრინჯაო), ლუკა მაისურაძემ (ვერცხლი), ლაშა ბექაურმა (ოქრო), ილია სულამანიძემ (ოქრო) და გელა ზაალიშვილმა (ოქრო) მოუტანეს.

0.116259