ფეხბურთი

11:00 | 26.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაია: "მეტოქეს "მანჩესტერის" ფეხბურთელი სკამზე ჰყავდა, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს"

კვიპროსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ შოტლანდიის ნაკრებთან 0:3 წაგების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, მისმა გუნდმა ისე ვერ ითამაშა, როგორც შეუძლია.

"ვულოცავ შოტლანდიას, დამსახურებულ გამარჯვებას. უნდა ვეცადოთ ვისწავლოთ დღევანდელ მატჩში დაშვებულ შეცდომებზე. ვწუხვარ, რადგან ჩვენ ვერ ვითამაშეთ ისეთი ფეხბურთი, როგორიც ვფიქრობ, რომ შეგვიძლია.

დავმარცხდით ძალიან კარგ გუნდთან ხარისხიანი ფეხბურთელებით. ფეხბურთელი, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშობს, სათადარიგოთა სკამზე იყო და ეს ბევრ რამეს ამბობს. 1:0-ზე წაგებაზე თანახმა რომ ვყოფილიყავით, ტაქტიკას არ შევცვლიდით, მაგრამ შევცვალეთ ტაქტიკა, გავრისკეთ, რომ რაღაც მიგვეღო თამაშიდან, მაგრამ არ გამოვიდა და საბოლოოდ 0:3 წავაგეთ. ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას შეცდომებზე სწავლით“, - თქვა ქეცბაიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები კვიპროსის ნაკრებს 17 ივნისს, სტუმრად დაუპირისპირდება.

0.123663