გახსოვთ ვარსკვლავბიჭუნა? რომელიც 16 წლის მოხვდა „სამეფო კლუბში“? სადებიუტო მატჩში თვით კრიშტიანუ რონალდუ შეცვალა. მერე თითქოს დაიკარგა, მაგრამ წლეულს დიდებულ სეზონს ატარებს ლონდონის „არსენალში“ და 28 მარტს ნორვეგიის ნაკრებთან ერთად ბათუმში საქართველოს ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
„მადრიდში ყოფნისას ბევრი რთული მომენტი გამოვიარე, მაგრამ ეს სასარგებლო გამოცდილება გახლდათ. ჩემთვის ოცნება მადრიდის „რეალში" თამაში ოცნება იყო. დროებით სხვაგან წასვლა კი სწორი გადაწყვეტილება. რეგულარულად თამაში მჭირდებოდა. ყველაფრისთვის მადლობელი ვარ და ახლა მათი წყალობით ძალიან ბედნიერი გახლავართ.“ - ციტირებს ედეგორის სიტყვებს COPE.
ედეგორი მადრიდელთა სტრუქტურაში 2015 წლიდან ირიცხება. შემდეგ იყო იჯარა „ჰეერენვენში,“ „ვიტესში,“ „სოსიედადში.“ 2021 წლიდან კი „არსენალშია,“ ოღონდ ისევ იჯარის წესით.
ნახევარმცველმა ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 27 მატჩი ჩაატარა, 10 ბურთი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ინგლისის ჩემპიონატს 69 ქულით „არსენალი“ ლიდერობს.