დღეს მიუნხენის "ბაიერნმა" ახალ მწვრთნელად ტომას ტუხელი ოფიციალურად წარადგინა. გერმანელმა სპეციალისტმა პირველი პრესკონფერენციაც გამართა.
"ბაიერნის" მწვრთნელობა ჩემთვის დიდი პატივია. ნდობისთვის მინდა განსაკუთრებული მადლობა ოლივერ კანს, სალიჰამიჯიჩს, ჰაინერს და ული ჰიონესს გადავუხადო. როდესაც საზღვარგარეთ მუშაობ, "ბაიერნის" მნიშვნელობას უფრო მეტად ხვდები. ეს კლუბი გამარჯვებისთვისაა შექმნილი. ფეხბურთელების ძალების მიხედვით, ეს ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი გუნდია მსოფლიოში და ერთი სული მაქვს, მათთან ერთად მუშაობას როდის დავიწყებ. ამ მოთამაშეებით ყველა ტიტულისთვის უნდა იბრძოლო" - განაცხადა ტუხელმა.
შეგახსენებთ, რომ "რეკორდმაისტერმა" ტუხელი იულიან ნაგელსმანის შემცვლელად დანიშნა და მას 2025 წლამდე გაუფორმა კონტრაქტი.