ტოკიოში გამართული ჰარუ ბაშოს მე-14 დღე ქართველი სუმოისტისთვის, ლევან გორგაძისთვის წარმატებული გამოდგა.
ბაშოს მე-14 დღეს ტოჩინოშინი მებრძოლ ტოკუშორიუს დაუპირისპირდა და მეტოქე იორიკირის ილეთით დაამარცხა, მოგება-წაგების ბალანსი კი 4:10-ზე გაუხდა.
ტოკუშორიუმ ბრძოლა აქტიურად დაიწყო და რამდენჯერმე ახლოსაც იყო ლევანის დოჰიოდან გადაყვანასთან, თუმცა ტოჩინოშინმა თავი შეიმაგრა და სიტუაცია თავის სასარგებლოდ შემოაბრუნა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა სუმოისტმა დღეს გამარჯვება იზეიმა, ის წოდებაში მაინც დაქვეითდება, რადგან ბაშოს უარყოფითი ბალანსით ასრულებს.
ხვალ ბაშოს ბოლო, მე-15 დღე შედგება, ტოჩინოშინის მეტოქე ჯერ-ჯერობით უცნობია.