ფეხბურთი

1:44 | 25.03.2023 | ნანახია 4788 - ჯერ

საფრანგეთმა ნიდერლანდები გაანადგურა, ლუკაკუმ ბელგიას ჰეთ-თრიქით მოაგებინა

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი ტურის მეორე სათამაშო დღეს მატჩები ოთხ ჯგუფში გაიმართა.

B ჯგუფი

დღის ცენტრალური შეხვედრა B ჯგუფში გაიმართა, სადაც საფრანგეთის ნაკრებმა ნიდერლანდებს უმასპინძლა. ევროპული გრანდების დაპირისპირებაში ბრძოლა არ შედგა, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა რონალდ კუმანის გუნდი 4:0 გაანადგურა. მერვე წუთზე „მამლები“ უკვე ორი ბურთით იგებდნენ. მერე კილიან მბაპემ დუბლი შეასრულა, რომელმაც კაპიტნის რანგში პირველად ითამაშა.

ამავე ჯგუფში საბერძნეთის ნაკრებმა სტუმრად გიბრალტარის ნაკრები 3:0 დაამარცხა და საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაიწყო.

საფრანგეთი - ნიდერლანდები 4:0 (3:0)

გოლები: 1:0 გრიზმანი (2), 2:0 უპამეკანო (8), 3:0 მბაპე (21), 4:0 მბაპე (88)

გიბრალტარი - საბერძნეთი 0:3 (0:2)

გოლები: 0:1 მასურასი (11), 0:2 სიოპისი (45), 0:3 ბაკასეტასი (58)

E ჯგუფი

E ჯგუფში ჩეხეთის ნაკრებმა ბევრისთვის მოულოდნელად პოლონეთი 3:1 დაამარცხა. ამ მატჩშიც ყველაფერი დასაწყისში გაირკვა, რადგან ჩეხები მესამე წუთზე უკვე 2:0-ს იგებდნენ! დასაწყისში მოპოვებული ასეთი უპირატესობა მასპინძლებს ხელიდან არ გაუშვიათ და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვეს, რითაც ევრო 2024-ზე გასასვლელად ხმამაღალი განაცხადი ამთავითვე გააკეთეს.

ფარერების ნაკრებმა შესარჩევი ციკლი საპატიო ფრით დაიწყო, სტუმრად მოლდოვას ნაკრებთან. პრინციპში, ეს გასაკვირი არც უნდა იყოს, ფარერებს ბოლო დროს პროგრესი აქვს, მოლდოვის ნაკრები კი დიდი ხანია ანგარიშგასაწევი ძალა არაა.

ჩეხეთი - პოლონეთი 3:1 (2:0)

გოლები: 1:0 კრეიჩი (1), 2:0 სვანსარა (3), 3:0 კუხტა (64), 3:1 შიმანსკი (87)

მოლდოვა - ფარერები 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 მიკელსენი (27), 1:1 ნიკოლაესკუ (86)

F ჯგუფი

ეს ერთ-ერთი საინტერესო ჯგუფია, სადაც ბელგიის ნაკრებმა დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო ასპარეზობა. დომენიკო ტედესკოს შესანიშნავი დებიუტი გამოუვიდა, რადგან „წითელმა ეშმაკებმა“ სტუმრად შვედეთი 3:0 გაანადგურეს. მატჩის გმირი რომელუ ლუკაკუ იყო, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა.

ავსტრიის ნაკრებმა აზერბაიჯანს იოლად, 4:1 მოუგო და პირველი გამარჯვება მოიპოვა. საუკეთესო მარსელ ზაბიტცერი იყო, რომელმაც დუბლი გაიფორმა.

ავსტრია - აზერბაიჯანი 4:1 (2:0)

გოლები: 1:0 ზაბიტცერი (28), 2:0 გრეგორიში (29), 3:0 ზაბიტცერი (50), 3:1 მაჰმუდოვი (64), 4:1 ბაუმგარტნერი (69)

შვედეთი - ბელგია 0:3 (0:1)

გოლები: 0:1 ლუკაკუ (35), 0:2 ლუკაკუ (49), 0:3 ლუკაკუ (83)

G ჯგუფი

და ბოლოს, ჯგუფი, სადაც სერბეთმა ლიეტუვას დუშან ტადიჩისა და დუშან ვლაჰოვიჩის გოლებით აჯობა, ხოლო მონტენეგრომ ბულგარეთი გასვლაზე დაამარცხა და ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.

სერბეთი - ლიეტუვა 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ტადიჩი (16), 2:0 ვლაჰოვიჩი (53)

ბულგარეთი - მონტენეგრო 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 კრსტოვიჩი (70)


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:05 | 25.03.2023
Kobe Bean (21698)

სრული სანაკრებო კომპლექტი რომ შეკრას ტილიანმა,ევროპას მოგება ჭირდება.ამიტომ ევრო 2024-ზე ფრანგების მხარეს ვარ,თუ ჩვენც არ გავედით რა თქმა უნდა.ბიჭმა ორი მუნდიალი ითამაშა და 12 გოლი შეაგდო.ერთხელ ჩემპიონი გახდა მეორედ ვიცეჩემპიონი.ჯამში 4 გოლი აქვს მუნდიალის ფინალში შეგდებული რაც რეკორდია ყველადროის

21:53 | 25.03.2023
Kobe Bean (21698)

მბაპემ ნაკრებში სულ რომ აღარაფერი გააკეთოს,კრისტინას სანაკრებო კარიერას ბევრად ჯობია უკვე მაინც

09:18 | 25.03.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (43218)

სანაკრებო დონეზე თორემ კლუბში იმენა ჩაჯ....მ მენტალიტეტი აქვს

09:06 | 25.03.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (43218)

მბაპემ დაამტკიცა რომ ნაკრების კაცია რა, დიდი ალბათობით რონალდოს რეკორდებს ტრ.......კში გამოისვავს

21:52 | 25.03.2023
Kobe Bean (21698)

კაი კაცო რას ლაპარაკობ,5 მუნდიალზე,8 თამაშში 0 გოლი და 0 პასი პლეიოფში,მაგ რეკორდს ვერასდროს ვერ შეეხება მბაპე)))

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.070831
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
4788