სხვა

18:50 | 24.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვაჟა მარგველაშვილი თბილისის გრანდ სლემზე უმედლოდ დარჩა

თბილისის გრანდ სლემზე ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი ვაჟა მარგველაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში დამარცხდა, შედეგად, კვარცხლბეკს მიღმა დარჩა.

66 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოდა ვაჟა მარგველაშვილი, რომელმაც ფილიპინელი შუგენ ნაკანო, ლატვიელი ანტონი დე ანჯელისი და ყაზახი გუსმან კირგიზბაიევი დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში ყირგიზ კუბანიჩბეკ აიბეკ უულუსთან მარცხი განიცადა და ბრინჯაოს მედლისთვის შეხვდა იტალიელ მატეო პირასს, რომელთანაც ბოჭვით წააგო და უმედლოდ დარჩა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებს პირველი საშეჯიბრო დღის შემდეგ თბილისის გრანდ სლემზე ერთი ვერცხლის მედალი აქვს, რომელიც გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) მოიპოვა.

0.112832