მსოფლიოს ჩემპიონმა არგენტინის ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში პანამის ნაკრები 2:0 დაამარცხა, ლიონელ მესიმ კი კარიერაში მე-800 გოლი გაიტანა.
თამაშის 89-ე წუთზე მესიმ მეტოქის კარი ჯარიმით დალაშქრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, ეს გოლი კი მისთვის საიუბილეო აღმოჩნდა.
ლეოს 701 გოლი საკლუბო დონეზე აქვს გატანილი, ხოლო არგენტინის ნაკრების მაისურით თავი 99-ედ გამოიჩინა.
აქვე გეტყვით, რომ არგენტინის ნაკრები მომდევნო მატჩს 28 მარტს, კურასაოს ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.