ფეხბურთი

1:30 | 24.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" ნაგელსმანს გაათავისუფლებს, მისი შემცვლელიც ცნობილია

მიუნხენის „ბაიერნი“ იულიან ნაგელსმანს გაათავისუფლებს. ინფორმაციას გავლენიანი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, გერმანელ სპეციალისტს დიდი ალბათობით, მალე დაითხოვენ. როგორც ირკვევა, 35 წლის მწვრთნელს ცუდი ურთიერთობა აქვს, როგორც ფეხბურთელებთან, ისე კლუბის ხელმძღვანელობასთან. ამასთან, დიდი გავლენა იქონია ბუნდესლიგის ბოლო ტურში "ლევერკუზენთან" წაგებამ (1:2), რაც შეიძლება ითქვას, ნაგელსმანის დასათხოვად გადამწყვეტი ფაქტორიც აღმოჩნდა.

რომანო იმასაც წერს, რომ კონტრაქტი მზად არის ტომას ტუხელისთვის, რომელიც „რეკორდმაისტერთან“ ხელშეკრულებას 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.

მიუნხენის „ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია, სადაც „მანჩესტერ სიტის“ უნდა შეხვდეს, ხოლო ბუნდესლიგაში დორტმუნდის „ბორუსიას“ ერთი ქულით ჩამორჩება.

0.100305