ფეხბურთი

0:35 | 24.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჰარი კეინი ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა

ჰარი კეინი ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. „ტოტენჰემის“ ფორვარდმა იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამოიჩინა თავი და 54-ე გოლი გაიტანა, რაც რეკორდია.

კეინმა ამ შედეგს 81 მატჩში მიაღწია. მან უეინ რუნის გადაასწრო, რომლის აქტივში 53 გოლია.

ინგლისის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირთა საუკეთესო ხუთეული ასეთია:

ჰარი კეინი - 54 გოლი

უეინ რუნი - 53

ბობი ჩარლტონი - 49

გარი ლინეკერი - 48

კიმი გრივსი - 44

0.129405