უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა, რუსლან როტანმა, გააკრიტიკა ქვეყნები, რომლებიც რუსეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩებს თანხმდებიან.
„ის ქვეყნები, რომლებიც თანხმდებიან ითამაშონ აგრესორ ქვეყანასთან, მხარს უჭერენ მათ ქმედებას უკრაინაში. ყველაზე კარგი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის მათთან თამაშის იგნორირება. ისინი არ იმსახურებენ ურთიერთობას.
ქვეყნებმა, რომლებიც პატივს სცემენ საერთაშორისო ნორმებს და განსაკუთრებით ადამიანებს, უნდა უარყონ ისინი, ვინც რუსეთს ეთამაშება, არც კი იფიქროთ მათზე.“ - ციტირებს მწვრთნელის სიტყვებს obozrevatel.
დღეს, 23 მარტს, რუსეთის ნაკრები თეირანში ამხანაგურ მატჩში ირანის ნაკრებს შეხვდება. დიდი ალბათობით, 26 მარტს ასევე გაიმართება შეხვედრა ერაყთან. გარდა ამისა, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცენტრალური აზიის თასზე რუსეთის მონაწილეობის თაობაზე დისკუსიები მიმდინარეობს.