ბელგიის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ედენ აზარის წასვლის შემდგომ, „წითელ ეშმაკებს“ კევინ დე ბრუინი უკაპიტნებს.
ბელგიის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. მას შემდეგ, რაც რობერტო მარტინესმა თანამდებობა დატოვა და პორტუგალიის ნაკრებს მიაშურა, მისი პოსტი დომენიკო ტედესკომ დაიკავა, რომლის ფორმაციის გუნდშიც კაპიტნის სამკლაური „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველს ექნება.
დე ბრუინს საერთაშორისო დონეზე 97 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 25 გოლის გატანა მოახერხა. ის ბელგიის ნაკრების ღირსებას 2010 წლიდან მოყოლებული იცავს.