ჩოგბურთი

23:18 | 21.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნავრატილოვამ კიბო დაამარცხა

ჩოგბურთის გრანდმა მარტინა ნავრატილოვამ გამოაცხადა, რომ კიბოსგან განიკურნა. ოთხი თვის წინათ მან გამოაცხადა, რომ ყელის და მკერდის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა მკურნალობის პროგნოზი ოპტიმისტური იყო.

ჩეხური წარმოშობის ამერიკელმა, ვისაც ერთეულებში და წყვილებში, ჯამში დიდი სლემის 59 ტიტული აქვს მოპოვებული და სამართლიანად ითვლება ქალთა ჩოგბურთის ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მოთამაშედ, იანვარში განაცხადა, რომ მისი დაავადება პირველ სტადიაშია და მკურნალობას ექვემდებარება.

„როგორც ექიმებმა მითხრეს, კიბო აღარ მაქვს. მარჯვენა მკერდზე გარკვეული რადიაციული პროვცედურები გასაკეთებელი მაქვს. მაგრამ ამას რამდენიმე კვირა დასჭირდება და რაც მთავარია, ამას პრევენციული დანიშნულება აქვს“, - ამბობს ნავრატილოვა, ვისაც კიბოს დიაგნოზი ნოემბერში დაუსვეს.

ცნობისათვის, ნავრატილოვას მკერდის კიბო 2010 წელსაც დაუდგინდა და მაშინაც მან განკურნება შეძლო.

0.114683