პსჟ-ის ყოფილმა ფეხბურთელმა, ჟერომ როტენმა, მკაცრად გააკრიტიკა პარიზელთა მთავარი მწვრთნელი, კრისტოფ გალტიე, რომელმაც ლიგა 1-ის 28-ე ტურის მატჩში „რენთან“ (0:2) მარცხი იმით გაამართლა, რომ იძულებული გახდა ახალგაზრდა ფეხბურთელები გაეყვანა მოედანზე.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა. ისევ ახალგაზრდებს დააბრალა ყველაფერი. მაგრამ ეს დამარცხება, კრისტოფ, მათი ბრალი არ არის. შეწყვიტე სისულელეები. შემადგენლობას თქვენ ირჩევთ. სათადარიგოთა შესახებ მელაპარაკებით, მაგრამ სკამზე თითქმის 60 მილიონი ევრო „გიზით“, მათ შორის ეკიტიკე და რენატუ სანშეში. დანარჩენ ახალგაზრდა ფეხბურთელებსაც აქვთ კვალიფიკაცია.
რატომღაც სასტარტოში ვხედავთ ბერნატს, რომელსაც არასდროს უთამაშია მარჯვენა მცველად, მემარცხენეა. ნამდვილი ანომალიაა.“ - ციტირებს როტენის სიტყვებს RMC Sport.