საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებმა მონღოლეთთან და ნორვეგიასთან მატჩებისთვის მზადება თბილისში დაიწყო. ვილი სანიოლის გუნდმა, დღეს, "დინამო თბილისის" საწვრთნელ ბაზაზე არასრული შემადგენლობით ივარჯიშა.
საწვრთნელ პროცესში 17 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი", აზერბაიჯანი)
მცველები: ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, პოლონეთი), მამუკა კობახიძე („დინამო ბათუმი"), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, აზერბაიჯანი), ჯიმი ტაბიძე („დინამო თბილისი"), საბა საზონოვი ("დინამო", რუსეთი), ლაშა დვალი ("აპოელი", კვიპროსი)
ნახევარმცველები: ანზორ მექვაბიშვილი („დინამო თბილისი"), ლუკა გაგნიძე ("დინამო" მოსკოვი, რუსეთი), გაბრიელ სიგუა („დინამო თბილისი") გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, პორტუგალია), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი", თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი)
თავდამსხმელები: დავით ვოლკოვი („საბაჰი“, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე ("ანკარაგუჯუ", თურქეთი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია).
მოთამაშეები, რომლებსაც საკლუბო მატჩები კვირას ჰქონდათ, ეროვნულ გუნდს ხვალ შეუერთდებიან. მოგეხსენებათ, მთლიანობაში გუნდში 26 ფეხბურთელია გამოძახებული, ამდენად, 21 მარტს საქართველოს ნაკრებს კიდევ 9 მოთამაშე უნდა შეუერთდეს, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 25 მარტს, 18:00 საათზე ამხანაგურ მატჩს მონღოლეთთან ჩაატარებს, ხოლო 28 მარტს, 20:00 საათზე ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში ნორვეგიას დაუპირისპირდება. ორივე თამაში ბათუმში გაიმართება.