ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის ტურნირის კვალიფიკაციის ნახევარფინალში დამარცხდა, შესაბამისად, ძირითად ბადეში ვერ ითამაშებს.
ბასილაშვილმა რეიტინგში 164-ე ადგილზე მყოფ ბრაზილიელ ფელიპე მელიგენი ალვეშთან სამ სეტში, 4:6, 6:1, 1:6 წააგო. შეხვედრა საათსა და 24 წუთს გაგრძელდა. ანგარიშიდანაც ჩანს, რომ დაძაბული მხოლოდ პირველი სეტი იყო.
ნიკოლოზმა 9 ეისი მიითვალა და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო მის მეტოქეს 2 ეისი და 1 ორმაგი შეცდომა ჰქონდა.
აქვე შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს კარიერაში წარუმატებელი პერიოდი აქვს და ATP-ს რეიტინგში ამჟამად 132-ე პოზიციაზეა.