ფეხბურთი

17:00 | 20.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

“შახტარის“ მწვრთნელი: გოჩოლეიშვილს კარგი ფიზიკური შესაძლებლობები აქვს“

ქართველმა მცველმა, გიორგი გოჩოლეიშვილმა დონეცკის „შახტარში“ პირველად ითამაშა ძირითად შემადგენლობაში. მან ლვოვის „რუხის“ წინააღმდეგ მატჩში მიიღო მონაწილეობა და მატჩის შემდგომ, მწვრთნელმა მის შესახებაც ისაუბრა:



„ჩვენ თავიდანვე გვსურდა, რომ ამ შეხვედრას ისე მივსდგომოდით, რომ ახალ ფეხბურთელებს უკრაინის პრემიერლიგის რითმი და ტემპი შეეგრძნოთ, რათა მომავალში უფრო მოტივირებულები გამხდარიყვნენ ისინი. გიორგი გოჩოლეიშვილი ტიპიური ლატერალია, რომელსაც კარგი ფიზიკური შესაძლებლობები აქვს. მასსა და კონოპლიას შორის კარგი კონკურენციაა და ვნახოთ რა მოხდება. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მზად იყოს.“ - განაცხადა იგორ იოვიჩევიჩმა.

ქართველი ფეხბურთელი პირველი ტაიმის შემდგომ სწორედ 23 წლის იუხიმ კონოპლიათი შეცვალეს, როდესაც „შახტარი“ 2:0 იგებდა. საბოლოოდ, მატჩი სწორედ ამ ანგარიშით დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გოჩოლეიშვილმა უკრაინულ გუნდთან კონტრაქტი 2023 წლის 1-ლი იანვრიდან გააფორმა. ახალ გუნდში ეს მისი მე-2 თამაში იყო. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ის მოახლოებული მატჩებისთვის ეროვნულ გუნდში გამოიძახა.

0.120456