ჩოგბურთი

13:26 | 20.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდრე ბაკში წყვილთა თანრიგში ჰერაკლიონის ტურნირის გამარჯვებულია

საბერძნეთში, ჰერაკლიონში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა ჩოგბურთელმა, ალექსანდრე ბაკშიმ წყვილთა თანრიგში ჩემპიონობა მოიპოვა.



ბაკში აღნიშნულ ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 15 000 დოლარს შეადგენდა, გერმანელ კაი ლემსტრასთან ერთად ასპარეზობდა. ქართულ-გერმანულმა წყვილმა პირველ რაუნდში ჰონგ კონგელი და ბულგარელი მეტოქეები, მეორე რაუნდში ბერძენი და ამერიკელი წყვილი, ნახევარფინალში კი ისრაელის წარმომადგენლები დაამარცხა და ფინალში გავიდა.

ტურნირის ფინალში ბაკშისა და ლემსტრას წყვილი ირლანდიელ საიმონ ქერსა და ფრანგ ფრანსუა მუზიტელის დაუპირიპირდა და 2 სეტში, 6:3, 6:4 დაამარცხა, შესაბამისად ტიტულსაც დაეუფლა.



აღსანიშნავია, რომ ბაკშიმ მიმდინარე თვეში უკვე მეორე ტიტული მოიპოვა. პირველად მან აკტობეში მოახერხა წყვილებს შორის შეჯიბრის მოგება.

0.114347