ტოკიოში მიმდინარე ჰარუ ბაშოზე ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა მეექვსე მარცხი განიცადა.
ბაშოს მეცხრე დღეს, ტოჩინოშინი მებრძოლ ჩიიომარუს დაუპირისპირდა, რომელსაც ყველა შეხვედრა წაგებული ჰქონდა, თუმცა ცუკიდაშის ილეთით მაინც დამარცხდა, მოგება-წაგების ბალანსი კი 3:6-ზე გაუხდა და სიტუაცია საკმაოდ გაურთულდა.
ბაშოს მეათე დღეს ქართველი სუმოისტის მეტოქე ოშომა იქნება, რომელსაც მარტის ბაშოზე ქართველის მსგავსად 3 მოგება და 6 მარცხი აქვს.