კალათბურთი

11:56 | 20.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

FIBA პოზიციას არ იცვლის: რუსეთი და ბელარუსი კვლავ ვერ მიიღებენ მათ ტურნირებში მონაწილეობას

სევილიაში საერთაშორისო კალათბურთის ფედერაციის ევროპის დივიზიონის საბჭოს (FIBA) სხდომა გაიმართა, სადაც გავრცელებული ჭორების უარსაყოფად ორგანიზაციამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი და ბელარუსი ევროპულ ტურნირებში ვერ იასპარეზებენ.



ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელი ღელავდა ბოლო დროს მედიაში გავრცელებული ინფორმაციის გამო, თითქოს FIBA ფიქრობდა, რომ რუსეთისა და უკრაინისთვის ევროპულ ტურნირებში დაბრუნების უფლება უნდა მიეცა.

„FIBA-ც და FIBA Europe-ც განაგრძობს სიტუაციის მონიტორინგს და მის საპასუხოდ ქმედებებს. ჩვენ შეგახსენებთ, რომ იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც უკრაინაზე თავდასხმაში მონაწილეობენ, სანქციები, რომლები გასული წლის მაისში იქნა მიღებული, ძალაში რჩება.“ - განაცხადა FIBA-მ.

ამასთან ერთად, სხდომაზე გადაწყდა, რომ 2025 წლის ევრობასკეტის ერთ-ერთ ჯგუფს პოლონეთის ქალაქი კატოვიცე უმასპინძლებს. დანარჩენი ჯგუფები ტამპერეში (ფინეთი), ლიმასოლსა (კვიპროსი) და რიგაში (ლატვია) ითამაშებენ.

FIBA Europe-ს მორიგი საბჭო 18-20 მაისს მიუნხენში გაიმართება, სადაც ახალ პრეზიდენტს აირჩევენ. ორგანიზაციას უკვე 9 წელია თურქი თურგაი დემირელი ხელმძღვანელობს, მის შესაცვლელად კი ესპანელი ხორხე გარბახოსა და ფრანგი ჟან-პიერ სიუტატი იბრძოლებენ.

თეგებიFIBA
0.117008