ჭიდაობა

10:43 | 20.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს U23 მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 6 მედლით დაასრულა

ბუქარესტში გამართულ თავისუფალი სტილით ჭიდაობის 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ბოლო დღეს საქართველოს ნაკრებმა კიდევ ორი, მათ შორის პირველი ოქროს მედალი მოიპოვა და ტურნირი 6 მედლით დაასრულა.



შეჯიბრების ბოლო დღეს 92 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში ანდრო მარგიშვილმა თურქი მუჰამედ გიმრი 7:1 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

74 კგ.-ში კი გიორგი გოგრიჭიანმა პოლონელ შიმონ ვოიტკოვსკის 10:0 სძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

იქამდე, ტურნირის მედალოსნები ლუკა ღვინჯილია, გოგა ოთინაშვილი, დავით ფაცინაშვილი და ვლადიმერ გამყრელიძე გახდნენ.

საბოლოო ჯამში, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედლით დაასრულა, 120 ქულა მიიღო და გუნდური მესამე ადგილი დაიკავა.

0.116141