სხვა

3:04 | 20.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ნაკრებმა მსოფლიო თასზე ოქროს მედალი მოიპოვა

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა პიზაში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშება წარმატებით დაასრულა. ჩვენმა ნაკრებმა გუნდურ შეჯიბრში - ირმა ხეცურიანის, ნინა თიბილაშვილის გვანცა ზადიშვილის შემადგენლობით, ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა.

აღნიშნულ ტურნირზე მსოფლიოს უძლიერეს გუნდებთან ასპარეზობისას, საქართველოს ნაკრებმა, მეოთხედფინალში უნგრეთს ანგარიშით 45:40 აჯობა, ხოლო ნახევარფინალში ტაილანდის გუნდი 45:23 დაამარცხა.

გადამწყვეტი შეხვედრა ჩვენმა გოგონებმა პოლონეთის ნაკრებთან გამართეს და მეტოქეს სოლიდური სხვაობით - 45:30 მოუგეს, შესაბამისად ტურნირი გამარჯვებით დაასრულეს და ოქროს მედლები დაისაკუთრეს.

0.118154