საქართველოს წყალბურთელთა ახალგაზრდული (U17) ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში ლიეტუვას ნაკრები 12:6 დაამარცხა. 12-დან 4 გოლი ალექსნდრე ჩხეიძის, 3 ნიკოლოზ ყურაშვილის, ხოლო 2-2 ლაშა გიორგი ხუციანისა და გიორგი ვეშაგურის აქტივშია.
საქართველოს ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპის A ჯგუფში 9 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და აჯობა რა, ლიეტუვის, კვიპროსისა და ჩეხეთის 17-წლამდე ნაკრებებს.