საუდის არაბეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში „ალ-ნასრმა“ შინ „აბჰა“ 2:1 დაამარცხა, კრიშტიანუ რონალდუმ კი უგოლო სერია შეწყვიტა.
„ალ-ნასრი“ 78-ე წუთამდე აგებდა, მაგრამ პორტუგალიელმა საჯარიმო დარტყმით წონასწორობა აღადგინა. 8 წუთის შემდეგ ანდერსონ ტალისკამ პენალტით გამარჯვების გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ კრიშტიანუმ მას თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება დაუთმო.
„ალ-ნასრი“ 49 ქულით მეორე ადგილზე ადა „ალ-იტიჰადს“ ქულით ჩამორჩება. კრიშტიანუ რონალდუს აქტივში კი საუდის არაბეთის ჩემპიონატში 9 გოლია.