ფეხბურთი

1:59 | 19.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილის სამმა მოგერიებამ „ვალენსია“ განადგურებისგან ვერ იხსნა (+VIDEO)

ესპანეთის ლა ლიგის 26-ე ტურში მადრიდის „ატლეტიკომ“ საკუთარ მოედანზე გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ მიიღო. ქართველმა მეკარემ კარგი ბურთები მოიგერია, თუმცა მისი გუნდი მეტოქესთან 0:3 დამარცხდა.



23-ე წუთზე ანგარიში ანტუან გრიზმანმა გახსნა. 7 წუთში უგო დურომ კი გაათანაბრა, თუმცა მსაჯმა გადახედვის შემდეგ გოლი გააუქმა.

მეორე ტაიმში 49-ე წუთზე იანიკ ფერეირა კარასკომ, 67-ე წუთზე კი ტომა ლემარმა კიდევ ორჯერ დაამწუხრეს ვალენსიელები და საბოლოოდ მატჩი მადრიდელთა გამარჯვებით, 3:0 დასრულდა.

გიორგი მამარდაშვილმა 3 რთული ბურთი მოიგერია, მათ შორის ერთი ძალიან მაგარი მომენტიც შემოგვთავაზა, თუმცა გაშვებულ გოლებში მისი ბრალეულობა ნამდვილად არ იყო.

დღევანდელი მარცხის შემდგომ, „ვალენსიას“ 26 ქულა დარჩა და მე-17 ადგილზე იმყოფება, „ხეტაფეს“ კი აქვს მისი გადასწრების შანსი, თუმცა მადრიდელებს ძლიერი მეტოქე ჰყავთ „სევილიას“ სახით, შესაბამისად, არის შანსი, რომ „ვალენსია“ გასავარდნ ზონაში არ დაბრუნდეს.

გიორგი მამარდაშვილი უკვე საქართველოში ჩამოვა და ეროვნულ გუნდს საწვრთნელ ვარჯიშებში, შემდგომ კი თამაშებში შეუერთდება. ესპანეთში ქართველი მეკარე 3 აპრილს ითამაშებს. მისი მეტოქე „რაიო ვალეკანო“ იქნება.

0.116585