NBA-ში „ორლანდო მეჯიქის“ რიგებში გოგა ბითაძემ მორიგი შეხვედრა ჩაატარა. ქართველმა კალათბურთელმა „ლოს ანჯელეს კლიპერსის“ წინააღმდეგ 15 წუთი ითამაშა, მისმა გუნდმა კი ძლიერი მეტოქე დაამარცხა.
მიუხედავად სოლიდური სათამაშო დროისა, ბითაძეს შეხვედრაში ქულა არ აუღია. სამაგიეროდ, ქართველმა ცენტრმა 3 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. გოგამ მეტოქის ფარისკენ 2-ჯერ ისროლა. საბოლოოდ, შეხვედრა მისმა „ორლანდო მეჯიქმა“ 108:113 მოგო.
ორივე გუნდის მხრიდან საუკეთესო „კლიპერსის“ პოლ ჯორჯი იყო, რომელმაც 30 ქულა ჩააგდო. „მეჯიქის“ მხრიდან 28 ქულით გამოირჩა მარკელ ფულცი. კარგი თამაში ჰქონდა ვენდელ კარტერსაც, რომელმაც 27 ქულასთან ერთად 12 მოხსნაც დააგროვა.
ორლანდომ 29-ე გამარჯვება მოიპოვა, თუმცა მათი პლეიინში მოხვედრის შანსი კვლავ მცირეა. მომდევნო მატჩს ქართველი კალათბურთელის გუნდი 20 მარტს, მეორე ლოს ანჯელესური გუნდის, „ლეიკერსის“ წინააღმდეგ გამართავს.
რაც შეეხება „კლიპერსს“, კალიფორნიელები დასავლეთ კონფერენციის მე-5 საფეხურზე იმყოფებიან და მეტი სიფრთხილე მართებთ, თუ სურთ, რომ პლეოფის ზონიდან პლეიინში არ გადაინაცვლონ. მომდევნო მატჩს „კლიპერსი“ ასევე 20 მარტს, „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის“ წინააღმდეგ გამართავს.