„მანჩესტერ სიტიმ“ ინგლისის ასოციაციის თასის მეოთხედფინალში საკუთარ „ეტიჰადზე“ „ბარნლი“ 6:0 გაანადგურა და შემდგომ ეტაპზე გავიდა.
ჰეთ-თრიქი შეასრულა „ქალაქელების“ ნორვეგიელმა შემტევმა, ერლინგ ჰოლანდმა. დუბლი მიითვალა არგენტინელმა ხულიან ალვარესმა. ერთიც 20 წლის კოულ პალმერმა გაიტანა.
ჰოლანდმა ბოლო ორ შეხვედრაში 8 ბურთი შეაგდო. „ნორვეგიელი ცხოველი“ შესანიშნავ ფორმაშია. 28 მარტს კი ის ბათუმში ნორვეგიის ნაკრების მაისურით, ევროშესარჩევ მატჩში საქართველოს ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.