ფეხბურთი

16:20 | 18.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის ნაკრებს ალვარო მორატა უკაპიტნებს

ესპანეთის ნაკრების ახალი კაპიტანი ალვარო მორატა გახდა. მას შემდეგ, რაც ოსკარ დე ლა ფუენტემ მარტის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც გამოცდილი ფეხბურთელები ბევრი ნამდვილად არ არიან, გადაწყდა, რომ კაპიტანი „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი იქნება.

მორატას „ფურია როხაში“ 61 მატჩი აქვს ჩატარებული და მეტოქეთა კარში 30 გოლის გატანა მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები 25 მარტს, ნორვეგიას, ხოლო 28 მარტს, შოტლანდიას შეხვდება. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ვილი სანიოლის გუნდი „ფურია როხას“ ამ შესარჩევ ციკლში 8 სექტემბერს საკუთარ მოედანზე და ბოლო ტურში, 19 ნოემბერს სტუმრად შეხვდება.

0.110034