ცნობილმა იტალიურმა გამოცემა Corriere Dello Sport-მა „ნაპოლის“ შესახებ წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც სპორტული დირექტორის, კრისტიანო ჯუნტოლის მუშაობაა ხაზგასმული.
უფრო კონკრეტულად შედარება ზაფხულში განხორციელებულ ტრანსფერებსა და გუნდიდან წასული ფეხბურთელების ხელფასებს შორს. ერთი სიტყვით, ჯუნტოლიმ გუნდის გაუმჯობესება ნაკლები ხარჯებით შეძლო.
„ნეაპოლში ჯუნტოლის „მისტერ 35%-ს უწოდებენ. მან საზაფხულო შედევრს მიაღწია, როდესაც მოახერხა მთლიანი სახელფასო ბიუჯეტის 110 მილიონიდან 73 მილიონამდე დაწევა. კულიბალი გაყიდა 38 მილიონად და ის შეცვალა კიმით, რომელიც 18 მილიონი დაჯდა, სამხრეთკორეელი 2.5 მილიონს, პლუს პრემიებს იღებს, სენეგალელის ხელფასი 6 მილიონი იყო. ეს უბრალოდ სათნო მაგალითია. სხვა ტრანსფერებიც ამავე მიმართულებით იყო: კარგი და ნაკლებად ძვირი, ვიდრე ისინი, ვინც გუნდი დატოვეს.
ნეაპოლის კერპი მერტენსი 4.5 მილიონს გამოიმუშავებდა და ის შეცვალა რასპადორიმ 2.5 მილიონი ხელფასით, სიმეონე მხოლოდ 1.8 მილიონს იღებს, ხოლო ინსინიე კი 5 მილიონს იღებდა და უარი თქვა 3.5 მილიონ ევროდ კონტრაქტის განახლებაზე. სამაგიეროდ, კვარა ბავშვივით ბედნიერი დათანხმდა 1.5 მილიონზე ნაკლებ ხელფასს“, - წერს გამოცემა.