გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 25-ე ტურში ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუე“ გათამაშების ლიდერ „ჰაიდენჰაიმთან“ 2:5 დამარცხდა.
ქართველი ფეხბურთელი არ იყო ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ 66-ე წუთზე მოედანზე გამოჩნდა და ეს მისი მეორე მატჩი იყო გერმანულ გუნდში. იმ დროისთვის მისი თანაგუნდელები 2:4-ს აგებდნენ.
თუმცა, „კარლსრუემ“ თამაში ძალიან კარგად დაიწყო: 38-ე წუთამდე 2:0 მიჰყავდა ანგარიში, მაგრამ შემდეგ 5 გოლი გაუშვა და უქულოდ დარჩა, რის შედეგადაც 5-მატჩიანი მოგებების სერია დაასრულა.
„კარლსრუე“ 25 თამაშში მოპოვებული 34 ქულით მერვე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 1 აპრილს, „ბრაუნშვაიგს“ უმასპინძლებს.