ფეხბურთი

20:20 | 16.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურ ნაკრებში "ნაპოლის" 5 ფეხბურთელი მოხვდა

ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლური ნაკრები ცნობილია, რომელიც Fantasy Football-ის ქულების მიხედვით შედგა.

კვირის საუკეთესო 11-ეულში ყველაზე მეტი წარმომადგენელი „ნაპოლის“ ჰყავს - 5 ფეხბურთელი. შემადგენლობაში ასევე „მანჩესტერ სიტის“ 3 ფეხბურთელია.

მეკარე: დიოგო კოშტა (პორტუ)

მცველები: ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), მანუელ აკანჯი (მანჩესტერ სიტი), კიმ მინ-ჯე (ნაპოლი), მარიო რუი (ნაპოლი)

ნახევარმცველები: კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი), ჰაკან ჩალჰანოღლუ (ინტერი), პიოტრ ჟელინსკი (ნაპოლი)

თავდამსხმელები: კარიმ ბენზემა (რეალი), ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი), ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი)

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ჩელსი", "ბენფიკა", "ბაიერნი", "მილანი", "ინტერი", "ნაპოლი", "რეალი" და "მანჩესტერ სიტი" ითამაშებენ. წილისყრა 17 მარტს, თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება.

0.116454