ფეხბურთი

16:52 | 16.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტიმ დაასახელა გუნდი, რომელთანაც შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის ფინალში სურს

მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის სურს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „მილანს“ დაუპირისპირდეს. როგორც მან აღნიშნა, სტამბოლში „მილანთან“ თამაში განსაკუთრებული იქნება.

„სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. „მილანთან“ მეოთხედფინალში შეხვედრა ამაღელვებელი იქნებოდა, მაგრამ იდეალური იქნება თუ სტამბოლის ფინალში შევხვდებით. ვფიქრობ, ჩვენი იქ შეხვედრით „როსონერის“ ფანებიც ბედნიერები იქნებიან, თუმცა იქამდე გზა გრძელია.

„ნაპოლი“ ძალიან კარგად თამაშობს, ჩემპიონატში ყველა საკითხი პრაქტიკულად მოაგვარა და მათ შეუძლიათ ჩემპიონთა ლიგაზე კონცენტრირება. სახიფათო გუნდია, ისევე, როგორც ყველა მეოთხედფინალისტი, ბრძოლა იქნება. გვარდიოლას აზრით, ფავორიტი ისევ „რეალია“? ამას ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა. „სიტიმ“ 7 გოლი გაიტანა, ყველაფერი ნათქვამია, მეოთხედფინალში ნებისმიერთან მძიმე თამაში იქნება“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში 4 იტალიელი მწვრთნელი იქნება წარმოდგენილი, რაც ისტორიაში პირველად მოხდება. „ინტერს“, „მილანს“, „ნაპოლის“ და „რეალს“ იტალიელი მწვრთნელები ჰყავთ.

0.133651