საუდის არაბეთის „ალ-ნასრის“ თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს ევრო 2024 - ის შესარჩევი მატჩებისთვის პორტუგალიის ნაკრებში გამოიძახებენ - გვამცნობს The Athletic.
წყაროს ცნობით, 38 წლის რონალდუ პორტუგალიელთა განაცხადში 23 და 26 მარტს, ლიხტენშტაინსა და ლუქსემბურგთან გასამართი მატჩებისთვის მოხვდება.
რობერტო მარტინესისთვის ეს შეხვედრები პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში სადებიუტო იქნება..
პორტუგალიის ეროვნულ გუნდში რონალდუმ ბოლოს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში, მაროკოს წინააღმდეგ ითამაშა (0:1).