16 მარტს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის ბოლო მატჩები გაიმართა. გამოვლინდა რვა გუნდი, რომლებიც გამარჯვებისთვის ბრძოლას მეოთხედფინალში გააგრძელებენ.
მომდევნო რაუნდში იტალიის „მილანი,“ „ინტერი“ და „ნაპოლი,“ ინგლისური „ჩელსი“ და „მანჩესტერ სიტი,“ მადრიდის „რეალი,“ მიუნხენის „ბაიერნი“ და ლისაბონის „ბენფიკა“ ითამაშებენ.
პირველად 17 წლის განმავლობაში, სამი იტალიური გუნდი გავიდა ტურნირის მეოთხედფინალში. ბოლოს ასეთი შემთხვევა 2005/2006 წლების სეზონში მოხდა. როცა საუკეთესო რვა გუნდში „მილანი,“ „იუვენტუსი“ და „ინტერი“ გავიდნენ.
აღსანიშნავია, რომ იმ სეზონში სამი გუნდიდან ორმა ტურნირი მეოთხედფინალურ ეტაპზე დატოვა, ნახევარფინალში კი „მილანი“ „ბარსელონასთან“ დამარცხდა.