ფეხბურთი

3:31 | 16.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

გლასნერი: "ნაპოლი" "ბაიერნის" დონეზეა, ჩემპიონთა ლიგის მოგებაც შეუძლია"

ფრანკფურტის „აინტრახტის“ მთავარმა მწვრთნელმა ოლივერ გლასნერმა „ნაპოლისთან“ მატჩის (0:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა. ავსტრიელმა სპეციალისტმა იტალიური გუნდი შეაქო და თქვა, რომ „ბაიერნის“ დონეზე დგას.

„ისინი სკუდეტოს მოიგებენ 33-წლიანი პაუზის შემდეგ, მათ შესანიშნავი დაცვის ხაზი ჰყავთ. მე არ შემიძლია პრემიერლიგის კლუბებთან შედარება, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ „ნაპოლი“ „ბაიერნის“ დონეზეა. 5 გოლი გავუშვით? „აიაქსმა“ ამაზე მეტი ერთ მატჩში გაუშვა (იღიმის - რედ). ძალიან ძლიერ გუნდს შევხვდით, გვინდოდა გოლის გატანა, მაგრამ არ გამოგვივიდა. ფეხბურთელები ცდილობდნენ, თუმცა, ჩვენთვის „ნაპოლის“ დონე მეტისმეტად მაღალი იყო.

მეოთხედფინალიდან მოყოლებული ყველაფერი შეიძლება მოხდეს. „ნაპოლისთვის“ სკუდეტოს საქმე უკვე დახურული ამბავია, ამიტომ, ჩემპიონთა ლიგაზეც თავის სიტყვას იტყვის. ეს გუნდი ჩვენზე ძლიერი იყო. დიახ, მოვისმინე რა თქვა გვარდიოლამ და ვეთანხმები, რომ „ნაპოლი“ უძლიერესთა შორისაა“, - თქვა გლასნერმა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ ისტორიაში პირველად ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის/თასის მეოთხედფინალში, მისი მეტოქე კი 17 მარტს გაირკვევა. ლუჩანო სპალეტის გუნდს წილისყრით ტურნირზე შემორჩენილ ნებისმიერ გუნდთან შეიძლება მოუწიოს დაპირისპირება.

0.121509