კალათბურთი

1:34 | 16.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის "ტენერიფე" ჩემპიონთა ლიგაზე მაკფადენის "მურსიასთან" დამარცხდა

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში თად მაკფადენისა და რატი ანდრონიკაშვილის „მურსიამ“ გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ 82:67 დაამარცხა.

მასპინძლებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს და ბოლო პერიოდის წინ 25 ქულით იგებდნენ, შესაბამისად, პრობლემების გარეშე იმარჯვეს.

მაკფადენმა 25:26 წუთში 4 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 3 სამქულიანი კი ააცილა. რატი ანდრონიკაშვილს ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

შერმადინმა პარკეტზე 19:59 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში კი 9 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 4 დაფარება დააგროვა. ქართველმა ცენტრმა 9-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 10-ს გაუტოლდა.

„ლენოვო ტენერიფე“ 4 მოგებით და 1 წაგებით L ჯგუფში ლიდერია, მეოთხედფინალის საგზური უკვე მოპოვებულიც აქვს, ბოლო ტურში კი 21 მარტს, „დარუშაფაქას“ უმასპინძლებს. „მურსია“ 3 მოგებით და 2 წაგებით მეორე ადგილზეა, ხოლო დასკვნით ტურში 21 მარტს, „ბილბაოს“ ესტუმრება.

0.123032