„ნაპოლის“ ჩემპიონთა ლიგის (თასის) მეოთხედფინალში არასდროს უთამაშია. არც მაშინ, როდესაც კლუბში დიეგო მარადონა ბრწყინავდა და „აძურის“ ოქროს ხანა ედგა. Gazzetta Dello Sport-ი წერილში სწორედ ამის შესახებ წერს.
„ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასასვლელად იბრძოლებს, რათა პირველად მიაღწიოს ამ ეტაპზე, რაც ისტორიული შედეგი იქნება თითქმის ასწლოვანი კლუბისთვის. დიეგო არმანდო მარადონამაც კი ვერ მიაღწია ამ წარმატებას „აძურის“ ოქროს წლებში“. მარადონას დროს „ნაპოლი“ ჩემპიონთა თასზე 1987 წელს 1/32 ფინალში გავარდა მადრიდის „რეალთან“, ხოლო 1990 წელს მოსკოვის „სპარტაკთან“ ოცნება მერვედფინალში პენალტების სერიაში მარცხით დასრულდა. ახლა ხვიჩა კვარაცხელიას შეუძლია მიაღწიოს იმას, რაც მარადონამ ვერ შეძლო“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ პირველი მატჩი სტუმრად 2:0 მოიგო და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ისტორიაში პირველად გასვლასთან ძალიან ახლოსაა.