დიეგო მარადონას შვილმა, დიეგო მარადონა უმცროსმა ხვიჩა კვარაცხელიასთვის 10 ნომრიანი მაისურის მიცემასთან დაკავშირებით გავრცელებულ ამბებზე კომენტარი Teleclubitalia-სთან გააკეთა:
„ამ თემაზე აზრი არასოდეს შემიცვლია. როდესაც ინსინიემ 24-ნომრიანი მაისური ჩაიცვა, ლორენცოს იმ დღესვე ვუთხარი, რომ ნეტავ შემძლებოდა მისთვის 10-ნომრიანი მაისურის დათმობა. იგივე შემთხვევაა კვარასთან დაკავშირებითაც. ჩვენ ძალიან ძლიერ ფეხბურთელზე ვსაუბრობთ, თუმცა „ნაპოლიში“ 10 ნომერი ხელშეუხებელია.“ - განაცხადა მარადონა ჯუნიორმა.
ლეგენდარული დიეგოს შვილმა „ნაპოლის“ წარმატებულ სეზონზეც გააკეთა კომენტარი:
„არასოდეს მინახავს გუნდები ლიგის ტიტულს მარტში იგებდნენ. წინ კიდევ გრძელი გზაა, ამიტომაც ჯერ კიდევ მიწაზე უნდა დარჩნენ. აქ, ლიკოლაში, სადაც ვცხოვრობ, ბევრი ბანერი დავჭერი, რადგან სანამ არ მოიგებ ბანერების გამოფენა არ შეიძლება.“
ბოლო პერიოდში იტალიაში პატარ-პატარა დისკუსიები მიმდინარეობს იმის შესახებ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას 10-ნომრიანი მაისური უნდა მისცენ, რადგან მასაც მარადონასავით დიდი როლი უჭირავს გუნდში.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 28 შეხვედრაში 13 გოლი აქვს გატანილი.