ტოკიოში მიმდინარე ჰარუ ბაშოს მეოთხე საშეჯიბრო დღეს, ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა პირველი გამარჯვება მოიპოვა.
ბაშოს მეოთხე დღეს, ტოჩინოშინი მებრძოლ ტოჰაკურიუს დაუპირისპირდა და ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა. ამრიგად, მას მოგება-წაგების ბალანსი 1-3_ზე გაუხდა და მდგომარეობა შედარებით გამოისწორა.
ქართველი სუმოისტი, რომელიც წინა ბაშოზე მიღებული ტრავმისა და უარყოფითი ბალანსის დაფიქსირების გამო ჯურიოს დივიზიონში ასპარეზობს, მომდევნო შეხვედრას ასანოიამას წინააღმდეგ გამართავს, რომელსაც მარტის ბაშოზე 3 მოგება და 1 წაგება აქვს.